უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივნისი, 2019 10:56
font-size

მოქალაქეების მეტრომანის ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევისა და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

თბილისში, 3 პირი დააკავეს, რომლებიც "მეტრომანის" ბარათების მონაცემებში შედიოდნენ და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსს ასახავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად, დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქეების სარგებლობაში არსებული "მეტრომანის" ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას.

გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება.

ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ.

მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა

4 აპრილი, 2020 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას გ

მარტის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 232 ფაქტი გამოვლინდა

4 აპრილი, 2020 , 11:35

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინეს,

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევები დაადგინა

2 აპრილი, 2020 , 17:40

2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის&ldquo

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

2 აპრილი, 2020 , 17:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას გ

ზვიად გოგიაშვილს ბანკში ცემის გამო, მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა

2 აპრილი, 2020 , 15:50

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, ზვიად გოგიაშვილს, TBC ბანკსა და ბანკის სესხების ყოფილ ექსპერტ მ. კ.-ს შორის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებული დავა მორიგ

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2 აპრილი, 2020 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ. ბ. არასრულწლოვნის თან