უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 14:50
font-size

მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ, გეგმის ორი ვერსია განიხილეს.

გამყრელიძის თქმით, ერთია გადაუდებელი ღონისძიებები, რაც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს, ასევე შეთანხმდნენ გრძელვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზეც.

გამყრელიძის განმარტებით, გადაუდებელი ღონისძიებების ნაწილი ძირითადად საინფორმაციო სახისაა.
კერძოდ, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებზე განთავსდება ბანერები ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, ყველა მოგზაური მიიღებს ინფორმაციას, თუ ვის უნდა მიმართოს დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

„შეხვედრაზე წარდგენილი იყო გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რომლებიც უკვე დღეიდან და ხვალიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, ასევე ხანგრძლივვადიან გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ძირითადად იქნება საინფორმაციო ღონისძიებები, ანუ საქართველოს საზღვრებზე დაიდგმევა ბანერები სამ ენაზე – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ყველა მოგზაურს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვა, მიეცემა ინფორმაცია, თუ აქვთ სიმპტომები, ვის უნდა მიმართოს, სად დარეკოს და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, სასწრაფოს ექიმების სწრაფი გადამზადება განხორციელდება.

„გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ადამიანები უნდა მოთავსდნენ. ეს არის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციურები. ხდება კონსოლიდაცია მარაგების, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფობის მართვისთვის. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ უფრო ხანგრძლივვადიან გეგმაზე, როგორ მოვიქცეთ, თუ მრავალ ქვეყანაში მოხდა ამ ეპიდაფეთქების ექსპორტი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, თუმცა არსებობს. ასევე, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ინფექციურ საავადმყოფოებს მიმართონ.

„საქართველოს უხანთან პირდაპირი რეისი არ აქვს, ამიტომ ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს, რის გამოც მზადყოფნა აუცილებელია.

ამ ინფექციის სიმპტომები არის ის, რაც ახასიათებს ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, რომლებიც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით უხანში იყვნენ. თუ ასეთ ადამიანს ეწყება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოებს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ლუგარის ცენტრში ჩვენს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს კორონავირუსის იდენტიფიცირება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
1tv.ge

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

17 თებერვალი, 2020 , 14:13

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპან

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს

17 თებერვალი, 2020 , 14:00

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

17 თებერვალი, 2020 , 13:55

ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შენგელაია ბოლო ერთი კვირის მანძილზე ავადმყოფობის შემდეგ, დღეს დილით გარდაიცვალა. გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`