უკან

კონფლიქტის ზონა

7 ნოემბერი, 2019 12:00
font-size

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“,- აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობიდან, სადაც საქართველოს პოლიციის დამატებითი ძალებია განთავსებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კა-გე-ბე-ში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი და „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის” დაზიანება არ მოჰყოლია.

ამასთან, ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს:

„საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული „წნელისის კრიზისის“ მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირებისადმი მხარდაჭერის შესახებ თბილისის არაერთი დაპირების მიუხედავად, ქართული მხარე განაგრძობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული წვრილმანი პროვოკაციების უპასუხისმგებლო პოლიტიკას”, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი