უახლესი ამბები
- 23.04.2018 17:50ხვალ საქართველოში მცირე ნალექს ელიან
- 23.04.2018 17:50ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი - სერჟ სარგსიანი
- 23.04.2018 17:50აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობის საქმეს ეხმაურება
- 23.04.2018 17:50საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თბილისის საქალაქო თამაშები დაიწყო
- 23.04.2018 17:50თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა
- 23.04.2018 17:35სოფელ რუხში ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო და საძოვარი მიწების ჩამორთმევას აპროტესტებენ
- 23.04.2018 17:35პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ
- 23.04.2018 17:35უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- 23.04.2018 17:35იტალიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა
- 23.04.2018 17:35სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ სცნო
არქივი
კონფლიქტის ზონა


მორიგი პიარაქციაა - ოკუპირებული ცხინვალის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე
ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო უწყება გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ახალ ინიციატივას და მორიგი პიარაქცია უწოდა.
„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელია სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დაბრუნება“ და გადაწყვიტა ტაქტიკის შეცვლა. ახლა დღის წესრიგშია სამშვიდობო დარეგულირების კონცეფცია - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ ე.წ. რიგი საშმვიდობო ჰუმანტარული ინიციატივებით, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ხმაურიან რეკლამას უწევს მსოფლიოს მასშტაბით.
ამჯერადაც ქართველი პოლიტიკოსები გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მოუნდებათ, წამოეგონ ახალ სატყუარებს, რომლებზეც ილაპარაკა თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეს ინიციატივები მორიგი პიარაქციაა, ახალი ურიგო მცდელობა, წარმოადგინოს საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო კონსტრუქტიული ხელმძღვანელობით. ეს არაა თბილისი პირველი მცდელობა, გამოთქვას სურვილი სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის მოგვარების შესახებ, ამიტომ ასეთი განცხადებების სერიოზულად მიღება არც ღირს. არცაა იმედი, რომ თბილისი ახალგაზრდა სახელმწიფოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გზაზე დადგა.
მსგავსი სახის ინიციატივები არის ილუზორული და აშკარად განუხორციელებელი. მათ არა მარტო გადააქვთ გვერდით პრობლემის არსი, არამედ ისინი ხელს უშლიან საქართველოს მიერ ნამდვილად რეალისტური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მდგომარეობს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარებაში.
საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო დიალოგსა და თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. თანამშრომლობის სურვილი საკმაოდ განსახორციელებელია, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკურ ნებაზე“, - წერია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გულისხმობს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.
საკვანძო სიტყვები:

ანტისაოკუპაციო მოძრაობა `ძალა ერთობაშია` საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას გააძლიერებს
23 აპრილი, 2018 , 16:55

საოკუპაციო ხაზთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება
23 აპრილი, 2018 , 13:15

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქერესთან 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს
22 აპრილი, 2018 , 12:39

საოკუპაციო ძალების მიერ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია
21 აპრილი, 2018 , 12:05

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მორიგი მოქალაქე გაიტაცეს
20 აპრილი, 2018 , 14:15

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა
20 აპრილი, 2018 , 12:40