უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

მორიგი თვალებში ნაცრის შეყრაა - ზაზა ბიბილაშვილი გიორგი გახარიას გამოსვლაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინიტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას გამოეხმაურა.

„გახარიას ინიციატივით აღტაცებული ბევრი ადამიანი შემომხვდა დღეს დილას. არადა, მორიგი თვალებში ნაცრის შეყრაა...

რა ახალი დეპარტამენტი? ბიუროკრატია გვაკლია?! ახალი დეპარტამენტები და კომისიები წყვეტენ პრობლემებს?

არა, ბატონებო. აქ მთავარი ხელისუფლების ღირებულებები და პოლიტიკური ნებაა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი ორივე ფუნდამენტური პრობლემაა. გინდათ ამ პრობლემების გადაჭრა? კი ბატონო -

აიღეთ და ნაგავში გადააგდეთ ქურდული სამყაროს რევანშის ძეგლი;

გადააყენეთ სტრასბურგთან მებრძოლი თეა წულუკიანი;

გადააყენეთ მანანა „იქნებშეაგინა“ კობახიძე;

გადააყენეთ მკვლელებისა და ყაჩაღების პოლიტპატიმრად შემრაცხავი ეკა ბესელია;

დასაჯეთ 17 მაისის მოძალადეები;

დასაჯეთ რელიგიურ უმცირესებობზე მოძალადეები;

თბილისში საახალწლო პროგრამის ორგანიზებას ნუ დაუკვეთავთ ბასა ფოცხიშვილებს, რომლებიც კანონის დარღვევას ქართველი ვაჟკაცის თანდაყოლილ ბუნებად მიიჩნევენ;

აღიარეთ, რომ არაკეთილსინდისიერები იყავით, როცა მანდატურის ინსტიტუტს ებრძოდით და რომ ამან ბევრი ოჯახი გააუბედურა;

ციხეში შეაბრუნეთ არჩევნებამდე 3 დღით ადრე გამოშვებული კანონიერი ქურდი, ლავას ოღლი;

გვითხარით, ვინ გააქრო აფგან მუხთარლი და ვისი ბრძანებით წაიშალა მისი გატაცების გზაზე არსებული ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი;

ჩამოყალიბდით, კრიმინალის ზრდას ისევ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, როგორც ამას თქვენი პატრონი მოგვიწოდებდა თუ აღარ? აბა, შსს რომ გვეუბნება, შემცირდა კრიმინალიო?

სია უსასრულოა და მისი ერთ წინადადებად ჩამოყალიბებაც შეიძლება: აღიარეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ცდებოდით (ან ყველაფერს იტყუებოდით) და გამოაცხადეთ თვითლიკვიდაცია.

...და თუ შედეგი მაინც არ დადგა (არადა, აუცილებლად დადგება), მაშინ ჯანდაბას - შექმენით ახალი დეპარტამენტი“, - დაწერა ბიბილაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ანა მებურიშვილი

ეკა ბესელიამ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

19 იანვარი, 2019 , 19:30

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწ

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`