უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
19 ივლისი, 2017 09:00
მოსახლეობა 1 კუბურ მეტრ გაზში 0.5 თეთრით მეტს გადაიხდის - სემეკმა სამომხმარებლო ტარიფი გააძვირა
1 კუბურ მეტრზე გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.5 თეთრით გაძვირდა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მოქმედი ტარიფით მოსახლეობა 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრს იხდის, ახალი ტარიფით 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი იქნება გადასახდელი (დღგ-ს ჩათვლით).
ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.