უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2019 12:00
font-size

მოსახლეობას არ აქვს დღევანდელი ხელისუფლების ნდობა და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას - შალვა შავგულიძე

მოსახლეობის განწყობა არის, რომ არ აქვს ნდობა დღევანდელი ხელისუფლების, ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას და ბუნებრივიც არის, ვინაიდან „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებამ სამწუხაროდ არ შეასრულა არც ერთი დანაპირები, - ამის შესახებ ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდაზე, ზუბალაშვილების ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „მედიანიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ. ზუბალაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა შალვა შავგულიძესთან შეხვედრაზე ავარიული სახლების პრობლემის შესახებაც ისაუბრეს. მათი თქმით, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები ჩამონგრევის ზღვარზეა.

როგორც შალვა შავგულიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებები ვერც ერთ სფეროში ვერ შეასრულა და ახლა ცვლილებების დრო მოვიდა.

„შევხვდი ზუბალაშვილების ქუჩის მოსახლეობას. აქ კომპლექსურად დგას პრობლემა ძეგლის სტატუს მინიჭებული სახლების, რომელიც ინგრევა. ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე შეკეთება და გამაგრებაც არ შეუძლიათ, მაშინ როდესაც ცხოვრება სახიფათოა სიცოცხლისათვის. ეს არის ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, რასაც ვისმენ ამომრჩევლისგან.

რა შეხვედრებსაც ვატარებთ, მოსახლეობის განწყობა არის, რომ არ აქვს ნდობა დღევანდელი ხელისუფლების და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას. ბუნებრივიც არის ვინაიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამწუხაროდ არ შეასრულა არც ერთი დანაპირები, არც ქვეყანაში სამართალის მოტანასთან დაკავშირებით, არც ეკონომიკური და ალბათ არაფერთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენმა საზოგადოებამ ხმას მისცა მას 2012 წელს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები

22 მაისი, 2019 , 19:05

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლექტორის მიერ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხ

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა

სამგორის სამხედრო დასახლებას ყველაფერი ექნება მოწესრიგებული და მაღალ დონეზე მოგვარებული - კახა კალაძე

22 მაისი, 2019 , 15:40

სამგორის სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები მაღალ დო