უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2018 10:40
font-size

მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებას - გუგული მაღრაძე

თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვების ერთ-ერთი ინიციტორი, დეპუტატი გუგული მაღრაძე კანონის აღსრულებაში პრობლემას ვერ ხედავს.

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ კანონს თვითაღსრულების მექანიზმი გააჩნია, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის თამბაქოზე დამოკიდებული, კანონის ავტორთა პათოსს იზიარებს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ერთ-ერთი ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზე, რამაც კანონში არსებული რეგულაციების შეცვლა და გამკაცრება გამოიწვია.

„ჩვენ, ინციატორებს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მიგვაჩნია, რომ ეს კანონი საჭიროა და შეესაბამება ჩვენი საზოგადოების განვითარების პერსპექტივასა და მოცემულ დონეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ასეთი კანონის შემოღებას, მათ შორის მწეველი 50%-ზე მეტია. მწეველებმაც იციან, რომ ასეთი კანონის მიღება აუცილებელია, რადგან მას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, სამედიცინო წრეებიდან მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ადამიანი იღუპება, რა ხარჯებია და ა.შ. ყველა კანონის ასრულებას ახლავს რაღაც პერიოდი პრობლემები, მაგრამ ამ კანონს თვითაღსრულების მექანიზმი აქვს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი