უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მაისი, 2018 14:10
font-size

მოსალაპარაკლებლად მისულ ძიუდოისტებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ადგილზე არ დახვდათ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები, ვინც ძიუდოს ფედერაციასთან აქციას მართავენ, ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ქევხიშვილი მათ სამუშაო ადგილზე არ დახვდათ.

სპორტსმენები ქევხიშვილთან მოლაპარაკებებს გეგმავდნენ მედიისა და გულშემატკივრების თანდასწრებით, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის შეფასებით, ქევხიშვილი თავს იმიტომ არიდებს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია.

„კიდევ ერთხელ ღიად მოვედით სასაუბროდ. რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ გვსურდა მასთან შეხვედრა ღიად, ჟურნალისტების თანდასწრებით, თუმცა შეხვედრას კიდევ ერთხელ აარიდა თავი. ეს ადასტურებს, რომ ქევხიშვილს არანაირ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია. დღეს არ იმყოფება კაბინეტში, რათა ბიჭებს არ შეხვდეს. ჩვენ არ მოვსულვართ საჩხუბრად, ვინმესთვის რამის დასაშავებლად ან კარის ასაჭედებლად, ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ ცივილურ ფორმებში, თუმცა საუბარს არიდებს თავს", - თქვა სპორტსმენმა.

ნაკრების წევრები ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ძიუდოისტებს 16:00 საათზე სპორტის მინისტრი შეხვდება.

სიტუაცია ძიუდოს ფედერაციაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც თელ-ავივში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვა. ამას მოჰყვა სრული სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, სადაც პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განიხილება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა

4 აგვისტო, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0729 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 აგვისტო, 2020 , 16:35

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს, რაც გულისხმობს კომპენსაციის მიცემას ყველ იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. როგორც საპატრიარქოს

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში, ივანიშვილის მსგავსად - გიორგი ვაშაძე

4 აგვისტო, 2020 , 16:20

დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი - მიხეილ რამიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 16:20

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დატოვა. ადვოკატის განაცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკა

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნ

უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა - ვანო მერაბიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 14:50

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე