უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 მაისი, 2017 12:55
font-size

მოსალოდნელია, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მომდევნო თვეების განმავლობაში გაიზრდება - კობა გვენეტაძე

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც წინანდალში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

გვენეტაძემ განმარტება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაიზარდა.

სებ-ის პრეზიდენტსი თქმით, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს, იმის მიხედვით თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში ინფლაციის კუთხით. ა

,,არსებული პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს იგი შემცირდება და 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებითაც.

"ეროვნული ბანკის მიზანი არის ფასების სტაბილურობა, რაც თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ახლოს შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია. რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და დასაქმებისთვის. თუ გვექნება საგარეო შოკი, შესაძლებელია გაცვლითი კურსი შეიცვალოს მაგრამ არ დაირღვეს ფასების სტაბილურობა, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი მეწარმეები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებასა და ეკონომიკას პრობლემები არ შეექმნება.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, ეს არის 3% საშუალოვადიან პერიოდში. იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი, თუმცა ის ყოველთვის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3% ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3%-მდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.4 პროცენტია.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მომდევნო თვეების განმავლობაში გაიზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ჩვენ ველოდებით ფასების მატებას. იმის გამო, რომ შარშან იმავე პერიოდში ჩვენ გვქონდა ფასების შემცირება, წელს ფასების უცვლელობის პირობებშიც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მოიმატებს. ივნისის შემდეგ კი წლიური ინფლაცია კლებას დაიწყებს. ეროვნული ბანკის შეფასებით ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და ინფლაცია 2018 წელს საშუალოდ 3 პროცენტთან ახლოს იქნება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი ცვალებადია. მეწარმეებმა და მოსახლეობამ რომ თავი დაიცვან კურსის მერყეობისაგან, მნიშვნელოვანია რომ სესხი ეროვნული ვალუტით გვქონდეს.

მსურს დავამატო, რომ მონეტარული პოლიტიკის გაზრდით მოიმატებს განაკვეთები ლარის მიმდინარე ანგარიშებზეც. ბანკების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს მიმდინარე ნაშთებზე სთავაზობენ მინიმუმ ეროვნული ბანკის სადეპოზიტო განაკვეთის (დღეისათვის 5.5%) ოდენობით საპროცენტო სარგებელს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბანკი არ გვთავაზობს ლარის მიმდინარე ნაშთებზე სარგებლის დარიცხვას, შესაძლებელია მივმართოთ სხვა კომერციულ ბანკს და ვისარგებლოთ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი