უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2017 17:20
font-size

მოსამართლეების ე.წ. პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები მათი ზღვარგადასული კრიტიკის მიზეზი არ უნდა გახდეს - დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანაა, შეუწყოს ხელი სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

გვრიტიშვილი ასევე გამოეხმაურა ლევან მურუსიძისადმი მიმართულ კრიტიკას. საბჭოს ახალი წევრის თქმით, ყველა მოსამართლეს უწევს პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეებზე მუშაობა, მაგრამ ეს შეურაცხმყოფელი კრიტიკის საბაბი არ უნდა გახდეს.

„ლევან მურუსიძის მიმართ ხშირად ისმის დაუსაბუთებელი, ზღვარგადასული კრიტიკა. ეს კრიტიკაც აღარ არის, ეს შეურაცხყოფაა ღირსების შემლახავი. მე პირადად მეამაყება, რომ ლევან მურუსიძის მეგობარი ვარ. რაც შეეხება მოსამართლეების მიმართ არსებულ მოსაზრებებს მათ მიერ განხილული საქმეებიდან გამომდინარე, მეც მაქვს ასეთი რეზონანსული, ე.წ პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს, თუმცა, ეს არ უნდა აძლევდეს არავის უფლებას, ზღვარგადასული, შეურაცხმყოფელი შეფასებები გააკეთოს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი ახალი წევრი აირჩია. კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა ირაკლი ბონდარენკომ, ვასილ მშვენიერაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და ირაკლი შენგელიამ აიღეს.

საბჭოს ახლად არჩეული წევრები იმ მოსამართლეებს შეცვლიან, რომელთა უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ამოიწურა. ესენი არიან ლევან მურუსიძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია და შოთა გეწაძე.

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

მიიღებს თუ არა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას

8 ივლისი, 2020 , 15:35

მიიღებს თუ არა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას, უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს. მისივე გან

“კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება” - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ

8 ივლისი, 2020 , 14:55

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნული განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დოკ

ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლის შესახებ გადაჭარბებულია - ნიკა მაჭუტაძე

8 ივლისი, 2020 , 14:55

„ სადაც ძალაა პოლიტიკაში, იქ არის გამარჯვება. მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლისა და განადგურების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული,”–

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, ძალიან მწარედ შემცდარა - პაატა დავითაია

8 ივლისი, 2020 , 14:55

ჩვენ ვართ ერთგული ხელმოწერისა და ვიმოქმედებთ იმ წესდებით, რაც მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სურვილი, „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციური გაერთიანებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ პარტია &bdquo

კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი - ლევან კობერიძე

8 ივლისი, 2020 , 14:20

„ქართული ოცნება“ რეალურად ჩამოკიდებულია ბოლომდე ამ კორონავირუსს და მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკური სარგებელი ნახოს. არჩევნებამდე ცდილობს მიათრიოს ეს პროცესი”- - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე