უკან

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 15:10
font-size

მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტი უნდა გადამოწმდეს - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი უნდა გადამოწმდეს.

„ბოლო დღეებში, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის მედიით, რომელიც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას. ვფიქრობ, საკმარისი შესაძლებლობაა იმის, რომ მოხდეს გადამოწმება. როდესაც საუბარია ერთ- ერთ მოსამართლეზე, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს იხილავს, რამდენად მოხდა კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო და შესაბამისად, დაზარალებულთა სიაც ცნობილია, გადამოწმების ყოველგვარი საფუძველი არსებობს. უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომ ამ საქმეზე გამოირიცხოს კითხვის ნიშნები", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებრვალს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, პაატა ქათამაძესა და ბესარიონ ალავიძეზე, სუს-ი ზეწოლას ახდენდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

მელიამ ასევე თქვა, რომ მოსამართლეები მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტის გამო 2017 წლის 14 იანვარს პროკურატურას მიმართეს.

შემდგომ სუს-ი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას. უწყების თქმით, ისინი არ ეთანხმებიან მელიას ბრალდებებს და ამ საკითხზე გამოზიება მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი