უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2019 23:38
font-size

მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“

„ევროპული საქართველოს“ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს. მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს კი 8 მოსამართლე აკმაყოფილებს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებმა “ევროპული საქართველოდან” საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განხილვის დაწყებიდან კრიტერიუმები შეიმუშავეს, რითაც კანდიდატთა კომპეტენტურობას, კეთილსინდისიერებასა და ზოგად განათლებას/ფასეულობებს აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოს წევრები არ აპირებენ პარლამენტში დაგეგმილ საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ამ შეფასების საბოლოო შედეგებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყოველგვარი კრიტერიუმისა და შეფასების წინასწარ ცნობილი წესის გარეშე გადაწყვიტა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სამუდამოდ გამწესება“,- ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტიის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. აღნიშნული შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10 ქულიანი სისტემით შეფასებას.

„წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან თამარ ზამბახიძე და ალექსანდრე წულაძე.

ამასთან, წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 8 მათგანი მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე, გოჩა ჯეირანაშვილი, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი. ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული კანდიდატის საშუალო ქულა 4-დან 7-მდე მერყეობს.

დარჩენილი 10 კანდიდატი მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რადგან თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული მათგანის საშუალო ქულა 1-დან 3-მდე მერყეობს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, პაატა სილაგაძე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა

3 აგვისტო, 2020 , 15:30

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 30 მაჟორიტარული ოლქიდან პარტიამ კანდიდატები 16 ოლქში დაასახელა. რეგიონების მასშტაბით, „ევროპული სა

2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

3 აგვისტო, 2020 , 13:20

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.  როგორც ორგანიზაც

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში - ვანო მერაბიშვილი

3 აგვისტო, 2020 , 11:30

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახ

ზაალ უდუმაშვილი - რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს

1 აგვისტო, 2020 , 16:10

მივიჩნევთ, რომ რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე აქცენტი მხოლოდ მაჟორიტარობ

არჩევის შემთხვევაში, მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი - თემურ შაშიაშვილი

1 აგვისტო, 2020 , 12:55

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემომთავაზა კენჭისყრა სხვა რეგიონებში. მიმაჩნია, რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე