უახლესი ამბები
- 06.12.2019 17:30ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- 06.12.2019 17:30მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
- 06.12.2019 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9466 ლარი გახდა
- 06.12.2019 17:20ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
- 06.12.2019 17:05პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- 06.12.2019 17:05თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- 06.12.2019 16:40რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
- 06.12.2019 16:40ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
- 06.12.2019 16:25განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
- 06.12.2019 16:1014 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
არქივი
საზოგადოება


მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კითხვებს აჩენს, რომ 50 კანდიდატს შორის, არაერთი გამოცდილი იურისტი ვერ მოხვდა - დავით ასათიანი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს კანდიდატთა 50-კაციან სიაში არაერთი ღირსეული კანდიდატი ვერ მოხვდა და ახლა მთავარი ადრესატი პარლამენტია, რომელმაც უნდა შეარჩიოს მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი მოსამართლე.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველადი გადარჩევის შედეგად, სადაც 50 კანდიდატის ფორმირება მოხდა კითხვის ნიშნები იყო და დღეს ჩვენ გვექნება ამაზეც დისკუსია. ჩვენი ადრესატია პარლამენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური სანდოობა ამ პროცესის, მათ შორის იმ კანდიდატების არჩევა უზენაეს სასამართლოში, რომლებიც გამოირჩევიან სიმტკიცით, მაღალი კეთილსინდისიერებით და მაღალი რეპუტაციით“, – აცხადებს დავით ასათიანი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ 50 კანდიდატის შერჩევის პროცესში არაერთი გამოცდილი იურისტი და ადვოკატი ვერ მოხვდა.
„ამის მიზეზები, რა თქმა უნდა, ახსნილი არ არის და დღეს ჩვენ გვექნება დისკუსია, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული, თუმცა რესურსი არის, რომ პარლამენტმა მაქსიმალურად კარგი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებით გასაუბრების პროცესს, რომელიც საინტერესოდ მიმდინარეობს. სინამდვილეში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ინტერვიუების საფუძველზე ხდება მოსამართლეების შერჩევა.
ასევე აღვნიშნავ, რომ არაერთი ჩემი მოწოდებისა, ბევრმა ღირსეულმა და გამოცდილმა ადვოკატმა და იურისტმა თავი შეიკავა ამ პროცესში მონაწილეობისგან. ამის მიზეზი გარკვეულწილად, არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით ეს პროცესი მაინც უკავშირდება იმას, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ძალიან აჩქარებულად და არაგამჭვირვალედ დაიწყო პროცესი, რამაც ალბათ ბევრს გაუჩინა ნიჰილიზმი“, – განაცხადა დავით ასათიანმა
თბილისში კონფერენცია თემაზე „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიმდინარეობს. კონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განიხილება.
კონფერენციას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომანდგენლები.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
6 დეკემბერი, 2019 , 17:05

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
6 დეკემბერი, 2019 , 16:40
განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
6 დეკემბერი, 2019 , 16:25