უახლესი ამბები
- 28.04.2025 16:34თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა
- 28.04.2025 16:11სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- 28.04.2025 15:26ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი
- 28.04.2025 12:33საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
- 28.04.2025 11:45გორში მკვლელობა მოხდა
- 28.04.2025 11:25საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
- 28.04.2025 11:21პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინა
- 28.04.2025 10:43ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
- 28.04.2025 10:122030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
- 28.04.2025 09:35სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
არქივი
პოლიტიკა


მოსამართლეთა სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის არ გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! - გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ „სამარცხვინო“ და „ჭორაობა“ უწოდა.
„სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა „ოცნების“ შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის არ გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე, უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, - დაწერა უგულავამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის“.
„მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვებას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ დაუკავშირა ბესელიამ ეს ნაბიჯი მოსამართლეთა არჩევის საკითხს. ივანიშვილის მტკიცებით, ბესელიამ დაარღვია გუნდურობის პრინციპი.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.
ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, მოსამართლეთა არჩევის საკითხზე მსჯელობა ჯერჯერობით არ განახლებულა.
ივანიშვილის თქმით, ამ საკითხის განხილვას დაეთმობა ერთი თვე , „რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი“. მან არ გამორიცხა, რომ მსჯელობა შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს.
საკვანძო სიტყვები:
USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი
28 აპრილი, 2025 , 12:02
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 10:12
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:09

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:04
ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 08:43
დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი
25 აპრილი, 2025 , 14:13