უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აგვისტო, 2017 13:50
font-size

მოშიმშილე რკინიგზელების აქციის მეშვიდე დღე - მოთხოვნები უცვლელია

„საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან მეშვიდე დღეა, გაფიცული რკინიგზელები შიმშილობენ. აქციის 8 მონაწილეს კიდევ 3 ადამიანი შეემატა. გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია - ახალ სამუშაო ადგილას გადაყვანისას რკინიგზამ დაფაროს საცხოვრებელი და სატრანსპორტო ხარჯები და გაათავისუფლოს ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია.

აქციის მონაწილის, გია ჯანჯალიას განცხადებით, ადმინისტრაციამ უნდა დააბრუნოს გაფიცული რკინიგზელები გურჯაანის სარკინიგზო დეპარტამენტში.

„პირველი მოთხოვნაა, ბიჭები დააბრუნონ ისევ გურჯაანში სამუშაოდ. მეორე მოთხოვნაა, შეასრულოს დეპარტამენტმა ჩვენთან დადებული ხელშეკრულებები გაფიცვების შემდეგ და მესამე, გაათავისუფლონ დაჩი ცაგურია და ვასილ ხორავა“, - განაცხადა ჯანჯალიამ.

მოშიმშილეების თქმით, ისინი რკინიგზის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

მოშიმშილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ადმინისტრაცია თავის თანამშრომლებს საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. რაც შეეხება აქციის თავდაპირველ მონაწილეს, ვახტანგ ცისკარიშვილს, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, მან ნახა პირობები და სამუშაო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

„საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვთავაზობთ მათ საცხოვრებელ ადგილს, არის სიცრუე. ორიდან ერთი მოშიმშილე, რომელიც თავიდან დასხდნენ, ნახა ეს ყველაფერი და ხელი მოაწერა დანიშვნის ბრძანებას და მას აქვს ყველა პირობა ისევე, როგორც სხვა მის კოლეგებს“, - განაცხადა ცაგურიამ.

გარდა ამისა, დღეს იგეგმება რკინიგზელთა მორიგი სოლიდარობის აქცია. ერთ-ერთი მოშიმშილის, თენგიზ დვალიშვილის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგობრივი პროფკავშირების წევრები და სტუდენტური მოძრაობები.

„რეგიონებიდან შემოგვიერთდებიან რკინიგზელები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, გაერთიანებული დარგობრივი პროფკავშირები და სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც ამ მოშიმშილეებისა და რკინიგზელების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ მშივდობიანი აქციით“, - განაცხადა დვალიშვილმა.

რკინიგზელებმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყეს. ისინი გურჯაანიდან სადახლოს განყოფილებაში გადაყვანას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისინი 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცვლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს „სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი“.

რკინიგზელები ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, ან მარნეულის სალიანდაგო ცენტრში ნორმალური საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნას.

რკინიგზელთა პროტესტს მენეჯმენტი გამოეხმაურა და საპროტესტო აქცია „გარე ძალების ჩართულობად“ შეაფასა. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ გაფიცულებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

17 აგვისტოს კი, საღამოს 6 საათზე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ ცისკარიშვილმა, შიმშილობა შეწყვიტა და სამსახურს დაუბრუნდა.

ანა მებურიშვილი

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`