უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
22 აგვისტო, 2017 15:00
მოსკოვის გამზირს სახელწოდება უნდა შეეცვალოს და მას საქართელოს გამზირი უნდა ეწოდოს - „ახალი საქართველოს“ ინიციატივა
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა, რომ მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და მას საქართველოს გამზირი ეწოდოს.
ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს მიმართეს და 1500-მდე ხელმოწერა და განცხადება შეიტანეს.
„რუსეთის დედაქალაქის სახელდების ქუჩა არ უნდა გვქონდეს თბილისში და ზოგადად საქართველოში. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და სიმბოლურია, რომ ამის ნაცვლად დაერქვას საქართველოს გამზირი“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ საკრებულო აღნიშნულ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს და დადებით პასუხს გასცემს.