მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციის ბანაკი დაშალა
16.05.2012 11:07
დღეს დილას მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა ..ჩისტიე პრუდში” ოპოზიციის ბანაკი დაშალეს.
,,ბი-ბი-სის” ცნობით, სამართალდამცავებმა აქციის დაახლოებით 20 მონაწილე დააკავეს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ილია იაშინის განცხადებით, ღამით ბანაკში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა.
"პოლიციამ გამოიყენა ძალა. ისინი მიათრევდნენ ადამიანებს სპეცმანქანებში ჩასასმელად. სპეციალური საშუალებები პოლიციას არ გამოუყენებია იმის გამო, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. იმ დროს როდესაც აქ პოლიცია გამოჩნდა, ადამიანების უმეტეს ნაწილს ეძინა", - განაცხადა იაშინმა.
ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს ახალი ბანაკის გაკეთება. იაშინის თქმით, მათ მიერ ყველა წინასწარ გაცხადებულ ადგილას პოლიციის ძალებია მობილიზებული.
ამჟამად აქტივისტები მეტროსადგურ "ბარიკადნაიასთან" შეკრებას ცდილობენ.
იაშინის თქმით, სწორედ აქ იგეგმეება ახალი ბანაკის მოწყობა. იგი ვარაუდოობს, რომ პოლიცია მთელი დღის განმავლობაში შეეცდება აქტივისტებს ხელი შეუშალოს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბასმანის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც მოსკოვის პოლიციას "ჩისტიე პრუდის” მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის ბანაკებისგან უნდა გაეწმინდა.



















