მსოფლიო


მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, იულია ნავალნაია მეუღლის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა, როდესაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
აქცია ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის ათეულობით ქალაქში იმართება.
მოსკოვში დაკავებულია 200-მდე მომიტინგე. რუსეთის მასშტაბით კი, 800-ზე მეტი დემონსტრანტი.
ცნობისათვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
3 მარტი, 2021 , 10:49

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში - ჯო ბაიდენი
27 თებერვალი, 2021 , 14:24

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი გახდა
23 თებერვალი, 2021 , 17:30

ისრაელში შესვლა-გასვლა 20 თებერვლამდე აიკრძალა
5 თებერვალი, 2021 , 21:46

თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ - ენტონი ფაუჩი
5 თებერვალი, 2021 , 13:09

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
4 თებერვალი, 2021 , 11:30