უკან
მსოფლიო
25 დეკემბერი, 2017 17:45
მოსკოვში ავტობუსი მეტროსადგურში შევარდა - დაიღუპა 5 ადამიანი
მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, კიბეზე დაგორდა და მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა.
შევარდნისას ავტობუსი კიბეზე მყოფ ხალხს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა - აქედან 3 საავადმყოფოში იმყოფება.
ავტობუსის მძღოლი დაკავებულია, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ: მუხრუჭის გაუმართაობასა და მეორე მანქანასთან შეჯახებას, რომლის გამო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
როგორც „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, ტერაქტის ვერსია არ განიხილება.
ადგილზე უკვე მივიდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
ანა მებურიშვილი