უკან

სამართალი

13 მარტი, 2017 16:25
font-size

მოსკოვში კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ქართველი დააკავეს

მოსკოვში უკრაინული მხარის მოთხოვნით კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ქართველი ირაკლი ღვინჯილია დააკავეს.

როგორც ინტერფაქსი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე, ირინა ვოლკზე დაყრდობით იუწყება, ქართველი ჩემპიონი ქურდობის ბრალდებითა დაკავებული.

ვოლკის თქმით, უკრაინის სასამართლომ ირაკლი ღვინჯილიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღვინჯილიამ 2012 წელს, როდესაც უკრაინაში სპორტულ-სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა, ბენზინგასამართი სადგურის კაფეში ერთ-ერთ სტუმარს ფული მოპარა.

მოგვიანებით, მისი ავტომობილის დათვალიერებისას, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული თანხა ამოიღეს. უწყების ცნობით, ირაკლი ღვინჯილია მიიმალა და 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს მისი დაკავებისა და უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.

,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ის, მოსკოვში დააკავეს’’, - აღნიშნა რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

21 თებერვალი, 2019 , 18:37

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. „პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

21 თებერვალი, 2019 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,

ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირია დაკავებული

21 თებერვალი, 2019 , 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. -

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინის“, „ჰეროინის“ და „სუბუტექსის“ გავრცელება აღკვეთა

21 თებერვალი, 2019 , 11:54

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინის“, „ჰეროინის“ და „სუბუტექსის“ გავრცელება აღკვეთა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტ

ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები - ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს

21 თებერვალი, 2019 , 10:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ორი ფაქტი გამოავლინეს და

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - დაკავებულია ხუთი პირი

21 თებერვალი, 2019 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობი