უკან

რეგიონები

12 თებერვალი, 2019 20:36
font-size

მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკას გაეცნობიან

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისათვის ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა.

სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. მიმდინარე სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს. ასევე, დეტალურად განიხილება შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. მომზადება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს ჟიური გამოავლენს. პროექტში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ შერჩეული 18 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად ჩატარდება, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019