უკან

საზოგადოება

1 თებერვალი, 2018 10:30
font-size

მოსწავლეების დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე - 35 სკოლის დირექტორი

35-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიკვილაძის ინფორმაციით, მოზარდების დაჭრა საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.

ჩიკვილაძის განცხადებით, ორივე დაჭრილი მისი სკოლის მოსწავლეა.

„ორივე მოზარდი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ისინი გამოირჩევიან კარგი დისციპლინით, აქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ. შემთხვევა სკოლის ტერიტორიზე არ მომხდარა, რადგან შვიდ საათზე სკოლაში არავინ არის. მშობლებისგან გავიგე, რომ დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე“,- განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

მედიკოსების შეფასებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი

24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

24 იანვარი, 2021 , 11:05

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. „ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა“, - ნათქვ

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

24 იანვარი, 2021 , 10:52

ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის

გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

23 იანვარი, 2021 , 17:35

აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს, 23 იანვარს თბილისში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ზუსტად იმ ადგილას მივიდნენ, სადაც რურუას პოლიციამ იარღი ჩაუდო და დააკვაა. მათ სიმბოლურად

სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა

23 იანვარი, 2021 , 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშე

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს

23 იანვარი, 2021 , 15:00

"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს" - თბილისის მერიასთან აქტივისტები და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ჯა