საზოგადოება


მოსწავლეთა 44.3% ბოლო ერთ წელიწადში ერთხელ მაინც გამხდარა ჩაგვრის მსხვერპლი - კვლევა
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ ჩატარებული „ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოსწავლეთა 44.3% (464 მოსწავლე) აღიარებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ერთხელ მაინც გამხდარა ჩაგვრის ან დაცინვის მსხვერპლი. ნახევარზე მეტ შემთხვევაში (54,5%) რესპონდენტები უარყოფენ ამას, ხოლო 12,2% პასუხობს: „მიჭირს პასუხის გაცემა“.
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 661-მა მოსწავლემ თქვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა და დაცინვის შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთებია.
სახალხო დამცველის შეფასებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში მონაწილეთა კიდევ 21,1%-მა საერთოდ უარყო ასეთი ფაქტების არსებობა.
კვლევიდან გამოიკვეთა უმოქმედობის ძირითადი მიზეზები:
მოსწავლეებს არ სურდათ ძალადობაში ჩართვა (შემთხვევათა 27,1%);
მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რა ეთქვათ, ან გაეკეთებინათ (შემთხვევათა 19,7%);
კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეამჩნია ან გაიგო, რომ სხვა მოსწავლეს ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ:
თავად დაეხმარა მოსწავლეს, რომელიც ჩაგვრისა და დაცინვის მსხვერპლი იყო (შემთხვევათა 37%);
შემთხვევათა 16,6%-ში დასახელდა მასწავლეების ინფორმირება;
შემთხვევათა 11,1% -ში - სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის ინფორმირება;
შემთხვევათა 12,4%-ში მოსწავლეებს არაფერი გაუკეთებიათ;
ამგვარ ფაქტს არ შესწრებია (შემთხვევათა 21,1%).
სახალხო დამცველის დასკვნით, ადამიანის უფლებების, ისევე როგორც საკუთარი უფლებების, შელახვისას მოსწავლეთა ნაწილი ინერტულია.
სახალხო დამცველის შეფასებით, უმოქმედობის გამომწვევი მიზეზი ხშირად რეაგირების სტრატეგიების უცოდინრობასთან არის დაკავშირებული. ხოლო, რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევაზე ასოცირდება „ამბის მიტანასთან“, რაც მოსწავლეთა ნაწილისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით ბიჭი მოსწავლეების შემთხვევაში
საკვანძო სიტყვები:

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
10 დეკემბერი, 2019 , 21:56

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
10 დეკემბერი, 2019 , 17:15
მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე
10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
10 დეკემბერი, 2019 , 15:40

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი
10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება
10 დეკემბერი, 2019 , 15:10