უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივნისი, 2018 14:55
font-size

მოსწავლეთა ცოდნა ადამიანის უფლებათა სფეროში, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მცირე დრო ეთმობა ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას.

„2018 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში“.

კვლევა, რომელიც დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (DIHR) დაფინანსებით განხორციელდა, მოიცავს ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს - სასწავლო პროგრამების, ზოგადი განათლების შესახებ რეგულირების ჩარჩოს, სკოლების სასწავლო კლიმატისა და სკოლების მართვის/ადმინისტრირების პრაქტიკის მიმართულებებით.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და მათ შორის, ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა განახორციელა. ინტერვიუები ჩაუტარდა სამ სამიზნე ჯგუფს: 7-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნების პედაგოგებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებსა და სკოლების ადმინისტრაციას (სულ 1480 ინტერვიუ).

შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებებს ჯერ კიდევ მოკრძალებული ადგილი უკავია და ძირითადად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის საგნებშია ასახული.

„ადამიანის უფლებების სფეროში ცოდნისა და ინფორმირებულობის დაბალ ხარისხს, ძირითადად, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს; ერთი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომავალი მასწავლებლებისთვის განათლების პროგრამები სრულყოფილად შემუშავებული არ არის; და მეორე – ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მასწავლებლებს არც შემდგომ ეძლევათ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მცირე დრო ეთმობა ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას და ჩაღრმავებულმა ინტერვიუებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მოსწავლეთა ცოდნა ამ სფეროში, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირულია. მიმაჩნია, რომ სასკოლო ასაკში ადამიანის უფლებების შესახებ ძირითადი ფაქტების შესასწავლად და პრაქტიკაში მათ დასანერგად მნიშვნელოვანია სასკოლო გარემო, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნება დაფუძნებული, ანუ კლიმატი, სადაც ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება, მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოიყალიბონ და გამოიყენონ საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებების დასაცავად აუცილებელი პრაქტიკული უნარები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები.

სახალხო დამცველმა განათლების სფეროში ჩართულ ყველა ინსტიტუციას, სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობის სრული მზაობა განუცხადა, რათა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდნენ მოზარდთა აღზრდისა და განათლების კომპლექსური პრობლემებს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე კვლევის შედეგები და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სამოქალაქო განათლებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს; ასევე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას

7 მარტი, 2021 , 23:17

ივანიშვილისა და მისი ბიჭების ძალადობა და თავგასულობა ამ ორი წლის წინ ასეთივე ჩანაწერებით იხილ-ისმინა მთელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს. &

“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 მარტი, 2021 , 21:02

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკ

თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ – მეუფე შიო

7 მარტი, 2021 , 17:38

როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა ქადაგებისას ბრძანა. „როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმი

ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი

7 მარტი, 2021 , 16:44

ბერა ივანიშვილის მხრიდან მისთვის არასასურველი კომენტარის გამო მუქარასა და დაშინების მცდელობაზე ლაპარაკობს მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე. "ეტყობა, ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული :)) მე ჯერ ტელე

„ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი“ - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

7 მარტი, 2021 , 15:24

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 3 თვეა კარვებში ღამეს ათევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას მართავენ. აქტივისტები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ვადამდელ

„შეაგინე ბერას“ - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა

7 მარტი, 2021 , 12:16

„შეაგინე ბერას“ - სოციალურ ქსელში, მთავრობის კანცელარიასთან,  აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 18:00 საათზე დაიწყება. აქციის ჩანიშვნის მიზეზი ტვ პირველის ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერებია. ტ