უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2017 15:15
font-size

მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას - არასამთავრობოების უარი სტრასბურგის მოსამართლეთა შესარჩევ სხდომას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირფვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სტარსბურგის მოსამრთლეთა შესარჩევ სხდომას, რომელიც ხვალ გაიმართება.

კოალიციის განმარტებით, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის სამთავრობო კომისიამ არ გაითვალისწინა მათი რჩევები შესარჩევი პროცედურებისა და შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. არასამთავრობოების შეფასებით, აღნიშნული წინაპირობების გამო აზრი ეკარგება მათ მონაწილეობას სხდომაში.

„2017 წლის 17 აგვისტოს თქვენი #4920 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის საქმიანობაში.

როგორც მოგეხსენებათ, კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობითა და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. საჯარო განცხადებასთან ერთად, კომისიაში კოალიციის წარმომადგენელმა კომისიას ელ-ფოსტის საშუალებით იმავე დღეს აცნობა კოალიციის აღნიშნული პოზიცია. სამწუხაროდ, აღნიშნული პოზიცია სახელმწიფოს მიერ გაზიარებული არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხვალინდელ სხდომას ასევე ბოიკოტი გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

ანა მებურიშვილი

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში არიან: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” - კვლევა

9 ივლისი, 2020 , 14:40

2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2020 , 14:01

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვ

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე - გიორგი გახარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები - ელენე ხოშტარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “ამ მთავრობას ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე