უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2016 14:15
font-size

მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას - მარგველაშვილი ტრამპს გაპრეზიდენტებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მაგველაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და საქართველოსა და აშშ-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

,,თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა.

8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად.

თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავდ, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა.

ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს.

საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მის მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ს განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს.

პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობასა და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება.

პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი’’, - ნათქვამია საქარტველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`