უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 თებერვალი, 2017 16:15
font-size

მოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროში“ ჩემი გადაწყვეტილებით არ უშვებენ - დავით ნარმანია

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოვაჭრეებს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე არ უშვებენ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე.

დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორია იმიტომაა შემოღობილი, რომ იქ მიმდინარეობს შენობის დაზიანებული ნაწილის მოხსნისა და გამაგრების სამუშაოები.

„ჩემი დავალების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურმა გასცა წერილობითი მითითება „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის მიმართ, რათა უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და თავისუფლად შეღწევა არ იყოს შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე, მივეცით მითითება, რომ ტერიტორია იყოს უსაფრთხო, ვინაიდან იქ იწყება დაზიანებული ნაწილის მოხსნასთან, ზოგიერთი ნაწილის გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რათა შემდგომ მეპატრონეებმა შეძლონ შესვლა და გადარჩენილი საქონლის გამოტანა. ასე რომ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ „ეროვნული ბანკისა“ და ბანკთა ასოციაციის მეშვეობით, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია გადაუგზავნა ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს, რათა მოვაჭრეებისთვის გარკვეული შეღავათები ამოქმედდეს.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ