უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 აგვისტო, 2018 17:15
font-size

მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას - საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო ჩასვლაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები ჩასვლას გეგმავს.

უწყების თქმით, სათანადო რეაგირების მოსახდენად დიპლომატიური არხებია ჩართული.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის თაობაზე და ჩართულია ყველა შესაბამისი არხი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე ფეხბურთის ფედერაციის ხაზით, რათა დავაზუსტოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უწყების ცნობით, ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს – ფიფას და მისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.

სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის გამო ქართული მხარე ვალდებულია, ოსებს უმკურნალოს - დიმიტრი მედოევი

13 დეკემბერი, 2018 , 14:25

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, ქართული მხარე ვალდებულია, ოსებს უფასოდ უმკურნალონ. „რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების მიერ ხშირად ექსპლუატირებულ თემას ს

ბორდერიზაცია გააჩერა სამოქალაქო საზოგადოებამ - გრიგოლ ვაშაძე ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

11 დეკემბერი, 2018 , 16:15

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ატოცში იმყოფებოდა. ვაშაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შეხვდა და ადგილზე მყოფ სამართ

„არა ოკუპაციას“ - საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში ქართველმა მუსიკოსებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, იმ ადგილას, სადაც საოკუპაციო ძალებმა ერთი თვის წინ სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს, ქართველმა მუსიკოსებმა აქცია „არა ოკუპაციას“ გამართეს. მუსიკოსებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედ

რეალურად ჩვენ სამუდამოდ ვშორდებით აფხაზეთის - ნინო ბურჯანაძე

7 დეკემბერი, 2018 , 18:47

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 –მდე დევნილი მიიღო. ამის შესახებ დეფაქტო პრზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამ თემას  "დემოკრატიული მოძრაობ

ოკუპირებულმა აფხაზეთმა 800 სირიელი ლტოლვილი მიიღო

7 დეკემბერი, 2018 , 15:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთმა 800 სირიელი ლტოლვილი მიიღო. ამის შესახებ ხაჯიმბამ РИА Новости-ს უთხრა. „პირველ ხანებში იყო 700-800 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდ

ნატო-ს მოწოდებებმა საქართველოს მხარდაჭერის შესახებ უკვე დიდი ხანია, რიტუალური ხასიათი მიიღო - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება

7 დეკემბერი, 2018 , 12:20

„ნატო-ს ქვეყნების კონსოლიდირებულმა პოზიციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ , რომელსაც ახლავს განცხადებები საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, უკვე დიდი ხანია აუცილებელი რიტუალის ხასიათი მიიღო“, - ასე გამოეხ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`