უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი


მოველით, რომ რუსეთი ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად ნაბიჯებს გადადგამს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხიელ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ელოდება, რომ ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად, რუსეთის ფედერაცია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
ამის შესახებ ჯანელიძემ „იმედის“ ეთერში გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველო დიდი ხანია მზად არის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
„ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფერედაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად.
ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა“, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
5 მარტი, 2021 , 20:13

მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი -თეა წულუკიანი
5 მარტი, 2021 , 16:35

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55