უახლესი ამბები
- 18.02.2019 13:05„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“
- 18.02.2019 13:05დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება
- 18.02.2019 12:10“ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?“
- 18.02.2019 11:15მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- 18.02.2019 11:15პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა
- 18.02.2019 11:15გარდაიცვალა პატრიარქის მთავარსტიქაროსანი
- 18.02.2019 11:15ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ - ილია მეორე
- 18.02.2019 11:15მარნეულში ხანძრი ლიკვიდირებულია
- 18.02.2019 10:15დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 18.02.2019 10:15ისნის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
არქივი
კომენტარი


მოვიდეს მეუფე პეტრე და პირში მითხრას იგივე - მეუფე იაკობი
ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩემი მისამართით რასაც ამბობს მეუფე პეტრე, მოვიდეს და პირში მითხრას. თუ უნდა რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, ასეთი რაღაცეები არ უნდა ილაპარაკოს. მეუფეს უნდა შერცხვეს. რომ შემხვდება როგორ იქნება არ ვიცი, როგორ შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი არ უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ იცის რომ იტყუება“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, საპატრიარქოში პატრიარქის გარდა, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც მას რაიმე დავალების შესრულება მოსთხოვს.
„პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთ მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს. უწმიდნესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს. თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს, და თუ ის გადასცემს ამას სასულიერო პირებს, მაშინ ყველა ასრულებს დავალებას. ჩემს საქმეში მე დავალებას პატრიაქის გარდა ვერავინ ვერ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი“,-განმარტა მეუფემ.
კითხვაზე, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება“.
მეუფე იაკობი მომხრეა, რომ საპატრიარქოში აუდიტი შევიდეს. მეტიც, მისი თქმით, „შიდა აუდიტი მე უნდა გამეკეთებინა. მე ვაკეთებდი მაგას, მამალძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო იმაში, რომ გვცოდნოდა, სად როგორ მიმდინარეობს და რა შეიძლება უკეთესად გაგვეკეთებინა. ფინანსებთან დაკავშირებით საპატრიარქოში არანაირი პრობლემა არ არის“,-აღნიშნა მეუფემ.
ამასთან, მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ მისი სახელი ამ ბოლო დროს ხშირად იმიტომ ისმის, რომ რიგ სასულიერო პირს მისი ეშინია.
„ჩემი სახელი იმიტომ ფიგურირებს, რომ ჩემი შიში აქვთ, იმიტომ რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, ვინც არ უნდა იყოს ის“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
გუშინ, რუსთავი2-ის ეთერში მეუფე პეტრემ მეუფე იაკობზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას - თეა წულუკიანი
18 თებერვალი, 2019 , 12:10

“ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?“
18 თებერვალი, 2019 , 12:10

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
16 თებერვალი, 2019 , 12:35

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
16 თებერვალი, 2019 , 11:54

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი
15 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა
15 თებერვალი, 2019 , 13:35