საზოგადოება


მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 26 დეკემბერს სოფელ დუისში, მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამე გაიხსენა.
როგორც მან ჟურნალისტებს უამბო, სპეცრაზმელებს შეცდომა მოუვიდა. როცა ისინი თემირლანის საძინებელ ოთახში შევიდნენ, მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეკავა, რაც სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარად ჩათვალეს. ამას მოჰყვა გასროლა.
„ამ ათი დღის განმავლობაში არაფრის თავი არ მქონდა. წუხელ დავსხედით ოჯახი, მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავიხსენეთ მთავრობის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული.
თავდაპირველად როცა ამ სპეცრაზმელებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტავ, რატომ და რისგან ელოდნენ ასეთ საფრთხეს ჩემს ოჯახში. იმ პერიოდში ყველა კანკალებდა და ცახცახებდა. გასროლის შემდეგ ჩემი უფროსი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და სროლა მოახდინეს, ბავშვი ამას უყურებდა. ამ დროს ხმა ამოდიოდა, რომ სპეცრაზმელები ერთი მეორეს აგინებდნენ და იარაღის წართმევას ცდილობდნენ. ყოველთვის ვიძახდი, რომ მათ ტელეფონი ხელყუმბარაში აერიათ და იმიტომ განახორციელეს სროლა. ამის გამო კი ერთმანეთში დაიწყეს დავა. ამაში ვარ დარწმუნებული და ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ აღიზიანებენ ხალხს და თქვან სიმართლე, თუ არადა, ამას მე მაინც დავამტკიცებ. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
6 დეკემბერი, 2019 , 17:05

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
6 დეკემბერი, 2019 , 16:40
განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
6 დეკემბერი, 2019 , 16:25