უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 მარტი, 2018 11:25
font-size

მოვითხოვ უკრაინაში დაბრუნებას, ბოლომდე უნდა დავიცვა ჩემი თავი - სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა უკრაინის გენპროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების შეჩერებას. პოლიტიკოსს ბრალად ედებოდა დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში.

„სირცხვილი უკრაინის მთელ ვაი-ხელისუფლებას ამ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს. და მარტო ამათ კი არ უნდა რცხვენოდეთ, არამედ რამდენიმე ფსევდოოპოზიციონერს, რომლებიც სამარცხვინოდ დუმდნენ, როცა ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებზე მათრევდნენ. ზუსტად ამ ყალბ „ოპოზიციონერებზე“ დგანან ბარიგები.

მე მოვითხოვ „შეჩერების“ გაუქმებას, ასევე უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომეცეს, ბოლომდე დავიცვა ჩემი თავი, მერე კი ვაპირებ ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის, პროკურორების დანაშაულებრივი ბრძანებების უშუალოდ შემსრულებლების, ასევე სააპელაციო სასამართლოს სამი ღორსიფათიანი მოსამართლის დაპატიმრებას“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გენპროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ წინასასამართლო გამოძიება შეჩერებულია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პროცესუალური მოქმედებების შესრულების აუცილებლობის გამო.

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სავოიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მძღოლს თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, როცა 50-მა დემონსტანტმა მას გზა გადაუკეტ

CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სი

71 დაღუპული, 1000-ზე მეტი დაკარგული - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ჯერ კიდევ ვერ აქრობენ

17 ნოემბერი, 2018 , 11:26

აშშ-ში, კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრებს სულ მცირე 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1011   კი დაკარგულად ითვლება. წინა მონაცემებით, დაკარგულად 631 ადამიანი მიიჩნეოდა, ხოლო დაღუპულად - 63. ერთ-ერთი ოლქის შ

მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით კაპოტნიას რაიონში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. როგორც ბიბისი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დაფიქსირებულია ცეცხლის ორი კერა, რომელთა სიმაღლეც 10 მეტრ

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამ ფორმით მან გააპროტესტა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ლიბერმანმა ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`