უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2019 13:35
font-size

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე

უკვე თვენახევარია, რაც ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, „გაზპრომსა” და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირების შესახებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.

„აღნიშნულ კონფიდენციალურ ხელშეკრულებას, ორი წლის წინ ხელი მოაწერა მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ჩვენი ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ნატურით ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის გამო ქვეყნისთვის ყოველწლიურად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 25 მლნ დოლარი, რაც 65 მილიონი ლარის ტოლია. სწორედ ამიტომ, მთავრობა ასაიდუმლოებდა ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულების შინაარსს, რომელიც აშკარად კორუფციულ ხასიათს ატარებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი წლის წინ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით.

სასამართლომ გასული წლის 31 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. ამის შესახებ წერილობით გვაცნობა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, 2019 წლის 13 თებერვალს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოზე საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის პოლიტიკურ დიქტატს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამარ მეშველიანმა“, - განაცხადა ოთარ სირაძემ.

მისივე თქმით, საგანგაშოა ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გაკეთებული განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან გაზის შესყიდვაზე.

„გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რუსეთიდან გაზი არ მიუღია, რომლის საჭიროებაც არც დღეს და არც მომავალში არ არსებობს, ამიტომ შემაშფოთებელია მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი პირობებით; მოლაპარაკებები წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ; დაიწყოს გამოძიება, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს კახა კალაძის მხრიდან, რადგან ხელშეკრულების პირობების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 65 მილიონი ლარის ზიანი“, -განაცხადა ბრიფინგზე ოთარ სირაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი