უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2020 15:55
font-size

მოვუწოდებ, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, ვინაიდან რეგიონში არასტაბილურობა გარკვეული ქვეყნების ინტერესებში შედის.

„ჩვენს საზღვრებთან სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ფართო მასშტაბიანი ომი ყარაბაღში. მოვუწოდებ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების, თუ დანაშაულებების გამო, მიუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას.

მოვუწოდებ, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში და ყველა სადაო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც ერთ რეგიონალურ მეზობელ იმპერიას არ აწყობს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მივხედოთ ჩვენს თავს თვითონ და მივხედოთ მთელს კავკასიას.

აგრეთვე, კარგი იქნება, ამიერკავკასიის უსაფრთხოების კავშირში მოვიწვიოთ ევროპის კავშირი, რომელიც გვიდგას გვერდში და, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში მშვიდობითა და უშიშროებით.

ომით, როგორც მსოფლიო ისტორიამ აჩვენა, არც ერთი საკითხი არ წყდება, პირიქით მწვავდება, ახალგაზრდები გვეხოცებიან და იღებს ახალი კასკადური დაპირისპირება საფუძველს.

სისხლი სისხლისგან იბადება, თუ რძით არ დაიბანაო, ჩვენს ბრძენ წინაპრებს აქვთ ნათქვამი და ამ პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ დაუყონებლივ. ერთი წუთიც კი კონფლიქტისა ერთი წაღებული უდანაშაულო სიცოცხლეა.

თურქეთი და რუსეთი დაინტერესებულები არიან ამ კონფლიქტების უსასრულობით კავკასიაში, რადგან მინიმუმ მარეგულირებლის, შუამავლის როლი აქვთ, რაც ემსახურება მათ პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკურ ინტერესების გააქტიურებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის სო

`ქართულ ოცნებას` გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ნინო ბურჯანაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:05

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ამის შესახებ განცხადება, "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. "აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენ

“ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი” - კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა, ინფორმაციას ელჩის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვი

ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს - გიორგი გახარია

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირ

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფ