უკან

საზოგადოება

26 თებერვალი, 2018 17:05
font-size

მოვუწოდებ ეთნიკურ უმცირესობებს, აქტიურად ჩაერთონ საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნაში - პრეზიდენტი

თელავისა და გორის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.

პრეზიდენტის ახალი კამპანიის მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

მარნეულის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში.

„წელს საზეიმო მიზეზი გვაქვს - 100 წელი უსრულდება პირველ რესპუბლიკას. ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რესპუბლიკა, დააფუძნეს დემოკრატიული მმართველობა, მიიღეს პირველი კონსტიტუცია - მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დოკუმენტი, მიანიჭეს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საფუძველი ჩაუყარეს იმ ხედვებს, რომლითაც მომავალმა თაობებმა იხელმძღვანელეს და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ააგეს შემდგომში ახალი კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სახელმწიფო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ თავისუფლებისაკენ სვლისა და სწრაფვისას, განვლილი გზის, დამოუკიდებლობის ასწლიანი პროცესის გაანალიზებაა.

„ჩვენ ჩვენი ფიქრით უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში - მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთიან ნააზრევს გამოვცემთ კრებულად, რათა ჩვენი ნაფიქრალი დარჩეს მომავალ თაობებს. ჩვენი მიზანია, შევაჯამოთ პირველი რესპუბლიკის ასწლეული - დავფიქრდეთ, როგორ ვაფასებთ წარსულს და გამოვხატოთ ჩვენი იმედები, როგორ ვხვდებით ახალ ასწლეულს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და თავი დააღწია რუსეთის იმპერიას, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არ დათმო მთლიანად საქართველო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ამ დღეებში მოკლულია ერთი და დატყვევებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ და შემოგვიერთდებიან ევროპული სახელმწიფოები და მათი ლიდერები, ეს თარიღი იქნება საწინდარი იმისა, რამდენად მხარდაჭერილია საქართველო და რამდენი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რა მიზნებისკენ ვმოძრაობთ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი