უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2020 10:55
font-size

მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ რეისებზე, რომელთა განრიგიც გამოქვეყნებულია შესაბამისი საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე - ნათია თურნავა

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანია „აირზენას“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად რეისების დაგეგმვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით და კონკრეტული გრაფიკით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

„მოვუწდებთ ავიაკომპანია „აირზენას“, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე“, - დასძინა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0738 ლარი გახდა

14 აგვისტო, 2020 , 18:26

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

14 აგვისტო, 2020 , 18:02

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმში, ერთ-ერთ სასტუ

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაცმოძრაობა` პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

14 აგვისტო, 2020 , 17:52

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს დავით

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

14 აგვისტო, 2020 , 17:43

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა

14 აგვისტო, 2020 , 16:44

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.  SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ი

დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე - თამარ გაბუნია

14 აგვისტო, 2020 , 15:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე