უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2020 16:50
font-size

მოვუწოდებ მცხეთის მერიას, შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით - გია ჟორჟოლიანი

„პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა შემოსავლების გარეშე დარჩა, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხელისუფლების, მისი ყველა ორგანოს აქტიური მხარდაჭერა ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ გარე ვაჭრობას, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში განაცხადა.

პანდემიიდან გამომდინარე, ვაჭრობა შეჩერებული იყო და უნდა განახლდეს მიმდინარე წლის 1 ივლისს.
გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ამ ადამიანებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 1 ივლისიდან მათ ექნებათ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ მათ უნდა შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა, იმ მიზეზით, რომ თუ ეს საქმიანობა გაგრძელდება, მაშინ მცხეთა ამოღებული იქნება იუნესკოს კულტურულ ძეგლთა სიიდან.
„ეს არასერიოზული გადაწყვეტილებაა. ყველა პირობა უნდა იქნას დაცული როგორც კულტურის ძეგლებთან, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ალტერნატიული ადგილის მოთხოვნის შემდეგ მოვაჭრეებმა მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ მათ ადგილს გამოუყოფდნენ თეატრის შენობასთან, რომელიც ქალაქიდან მოშორებულია, სადაც ტურისტი და მომხმარებელი არ მივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის საქმიანობას აზრი ეკარგება.

„მოვაჭრეები გაურკვევლობაში არიან, როგორ მოახერხონ მათ ოჯახების რჩენა იმ მინიმალური შემოსავლებით, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორ გადაიხადონ საბანკო ფინანსური ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ. ამიტომ მოვუწოდებ მცხეთის მერიას, უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებს და შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი