უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 იანვარი, 2018 16:30
font-size

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, კეთილი ინებოს და ჩავიდეს პანკისში - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო მოუწოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ჩავიდეს იქ ადგილობრივებთან შესახვედრად.

„მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, კეთილი ინებოს და ჩავიდეს პანკისში, იქ არიან საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა ხუხაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

მან არ გამორიცხა, რომ ხეობაში შექმნილი ვითარებით რუსეთმა ისარგებლოს.

„რუსეთისთვის პანკისის ხეობა არის საკმაოდ კარგი საბაბი, იქ განვითარებული შესაძლო დრამატული მოვლენები საკმაოდ კარგი საბაბია იმისა, რომ მორიგი პრეტენზიები, მორიგი აგრესიული ქმედებები ჩაატაროს საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი ამას გამოიყენებს ძალიან ოსტატურად თუ იქ რაღაც დაძაბულობის კერა გაჩნდა“, - თქვა პოლიტოლოგმა.

ხუხაშვილმა ასევე ისნის სპეცოპერაციას შეეხო. მისი შეფასებით, აჰმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის მეშვეობით მოხვდა.

„მე მაინც მრჩება კითხვები, იგივე, ჩატაევის მიმართ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ გარანტორის გარეშე ასეთი შესვლები, როგორც წესი, ამ დონის ტერორისტების მხრიდან არ ხდება. მე მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ჯობს, ძალოვან სისტემაში ეძებოს გარანტორი მთელი ამ ისტორიის“, -თქვა ხუხაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისსა და პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

დაკავებულთა შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილიც. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა.

ანა მებურიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი