უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2020 14:55
font-size

მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი - გუბაზ სანიკიძე

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე სერიოზული განცხადება და სერიოზული შესაძლებლობაა“, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაზე არ აზიანებს კოალიციური მთავრობის იდეას, რადგან თავად იყო ოპოზიციის ერთიანი სიის და ერთობის ინიციატორი, რომელზეც ყველამ უარი თქვა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ მოიგონ არჩევნები, მოვიდნენ უმრავლესობით და პარტია, რომელიც ამისთვის არ იბრძვის, „პარაზიტული პარტიაა“, რომელსაც სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებს პოლიტიკაში.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ის ამბობს, რომ ფართო საზოგადოება უნდა ჩაერთოს ქვეყნის საქმეში და ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებიც იგულისხმება. როდესაც საუბარია, თითქოს სააკაშვილი შლის ერთობას, ებრძვის ერთობას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ინიციატორი იმისა, რომ დიდი ერთობა შემდგარიყო“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაასრულონ კინკლაობა, რადგან მთავარი სამიზნე „ქართული ოცნება“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.

„მმართველობის ორპოლუსიანობას თუ მრავალპოლუსიანობას 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტს. მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი იმიტომ, რომ ამით არაფერი გამოდის და უკუპროცესს ღებულობენ. დღეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს პოლიტიკური ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელშია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უკვე რეაგირებს სააკაშვილის განცხადებებზე. საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აქამდე თუ სააკაშვილი შავებით თამაშობდა, ახლა თეთრებით თამაშობს და ცოტა გამოფხიზლდეს ოპოზიცია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ განმარტა, რომ თავად პარტიული ცხოვრება დაასრულა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს.

„დასამალი არ არის, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს ინტენსიური კონსულტაციები. ჩემს სტატუს არ განსაზღვრავს სიაში ყოფნა-არ ყოფნა, ერთი რამე ვიცი, რომ მე ვიქნები ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა სანიკიძემ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი