უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2020 18:49
font-size

მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გასაანალიზებლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს - ლანა გალდავა

"ლელოს" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას განიხილავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს.

გალდავას თქმით, საქართველო არის აბსოლუტურად დაუცველი ახალი, უმძიმესი გამოწვევის წინაშე.

,,საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გარემოზე, ზოგადად კი სამეზობლო პოლიტიკაზე, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, რომ 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ქვეყანას არ აქვს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი, ორი წელია, არ მიღებულა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ არის დადგენილი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი ნუსხა. შესაბამისად, საქართველო არის აბსოლუტურად დაუცველი ამ ახალი, უმძიმესი გამოწვევის წინაშე, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების პარალელურად, ყოველდღიური მცოცავი ოკუპაციის პირობებში, რასაც სჭირდება წინასწარი ანალიტიკა და ყველა მიმართულებით სტრატეგიის დაგეგმვა" - აცხადებს ლანა გალდავა.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ