უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 10:40
font-size

მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს - კახა ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომპანია „ბილაინს“ პირობას აძლევს, რომ არასამართლიანი კონკურენციისგან დაიცავს და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ბილაინის” გააქტიურება.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ბილაინსაც“ და ყველა კომპანიას დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. „ბილაინმაც“ უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“.- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არის გარანტი, რომ კომპანიები არასამართლიან გარემოს ვერ შეუქმნიან ერთმანეთს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია თავად კომპანიები განვითარებაზე და გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებული რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ.

„თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში. სხვა საფრთხე აქ არ დგას, მითუმეტეს იმის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ. ამისთვის კომისიას საკმარისი ბერკეტები გააჩნია“. – განაცხადა კახა ბექაურმა.

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 გადაიკეტება

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გად

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატე

ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძე

ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`