უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2019 19:30
font-size

მოვუწოდებთ „მაგთიკომს“, უზრუნველყონ „მაგთი ფიქსის“ აბონენტები ალტერნატიული სერვისით და არ დატოვონ მომსახურეობის გარეშე - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომს“ „მაგთი ფიქსის“ აბონენტების ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია საუბარი, რომელიც „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან ჩDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს მაგთი ფიქსის სერვისით ვეღარ მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ ჩDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით პრობლემური საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირას და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის.

„მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე. ამისთვის, კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი- დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე- მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით.

იმისთვის, რომ არც ერთ ადამიანი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მიღება, ისინი უნდა დაუკავშირდნენ კომპანია „მაგთიკომს“ და მოითხოვონ ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა. თავის მხრივ კი კომპანია „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს