უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აგვისტო, 2017 17:10
font-size

მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში-ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს და მოუწოდებს მას მარიამობის მარხვაში ლოცვა გააძლიერონ.

ამის შესახებ პატრიარქის მიმართავშია ნათქვამი.

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა, საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც.

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით, ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“,- ნათქვამია მიმართვაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

“სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე მივიღე უარი” - პროკურატურამ ნიკა გვარამია ავსტრიაში სამკურნალოდ არ გაუშვა

16 აპრილი, 2021 , 22:35

პროკურატურა “მთავარი არხის” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ავსტრიაში, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად არ უშვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: „მოგეხსენებათ, ჩემი სა

აქტივისტებმა მუმლაძის გირაოს თანხა ააგროვეს - ოცნების ოფისთან დაკავებულმა საპატიმრო დატოვა

16 აპრილი, 2021 , 22:19

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული გიორგი მუმლაძე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტისთვის დაკისრებული გირაოს თანხა მისმა თანამოაზრეებმა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე საათში შეაგროვეს. გიორგი მუმ

სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის

16 აპრილი, 2021 , 20:57

სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, ს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა

16 აპრილი, 2021 , 17:31

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4363 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4363 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

16 აპრილი, 2021 , 17:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ,  კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ. „ჯავშნის გასაკეთებლად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს 

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება

16 აპრილი, 2021 , 16:55

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკ