უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 აგვისტო, 2018 15:50
font-size

მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები ნავთობიმპორტიორი კომპანიების თავგასულობის ასალაგმავად - აფბა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ აგრძელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს და საზოგადოებას ბაზრის ხუთთვიანი კვლევის შედეგებს აცნობს. აფბა შეშფოთებას გამოთქვამს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი, მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც თითქმის სრულად გაემიჯნა გლობალურ პროცესებს.

ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავის გაძვირებას არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, რადგან ივლისის ბოლოდან მოყოლებული მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ვარდნა შეინიშნება, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერ გავლენას ვერ მოახდენდა.

აფბამ მოუწოდა ხელისუფლებას, დაარეგულიროს სიტუაცია საწვავის ბაზარზე.

„აფბამ საწვავის ბაზრის 4-თვიანი კვლევის შედეგები გასულ თვეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ფიქსირდებოდა. უფრო კონკრეტულად კი საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა, ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები, მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობებიც ფიქსირდება, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს, დავინახავთ, რომ თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული.

ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება აგვისტოს მდგომარეობას, აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასები საქართველოში 2-ჯერ დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით. საწვავის, აღნიშნულ გაძვირებას პრაქტიკულად არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, იმდენად რამდენადაც, ივლისის ბოლოდან, დღემდე ნედლი ნავთობის ფასი 4 დოლარით არის შემცირებული და დღეის მდგომარეობით, WTI -ის ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 66 დოლარამდეა დაცემული. მსოფლიო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა უკვე, თითქმის ორი კვირაა გრძელდება, რამაც ასახვა უკვე ჰპოვა პლაცსის ფასზეც, თუმცა ამის მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზარდა და ამის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დასახელდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით, საწვავის ფასი ცვლილება თითქმის შეუძლებელია და არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ 2-კვირიან მონაკვეთზე რომელშიც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და აგრძელებს დაღმასვლის პროცესს, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ არამც თუ შეამცირეს ფასი, არამედ გაზარდეს კიდეც და ეს კურსის ცვლილებით ახსნეს. მაშინ როდესაც გლობალური ტენდენციები, იძლეოდა ერთი მხრივ, ფასების შემცირების, ხოლო კურსის ცვლილების პერიოდისთვის, ფასების შენარჩუნებისა და გაზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ის არ რეაგირებს ნავთობკომპანიების კარტელურ გარიგებებზე, რისი საშუალებითაც ეს კომპანიები კოლოსალურ ფასებად ყიდიან ნავთობპროდუქტებს, რაც ისახება სამომხმარებლო ფასებსა და მომსახურებაზე და აუარესებს ქვეყნის, ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას. გაუგებარია რატომ ხუჭავს მთავრობა თვალს კომპანიების თვითნებობასა და კარტელურ ქმედებებზე თუ აუცილებელია „იუნისეფმა“ მიგვითითოს კონკრეტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზეც?! რომ დადგეს დღის წესრიგში საწვავის ბაზრის დარეგულირება. ანალოგიური პრობლემა, სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით, არაერთ ევროპულ ქვეყანასაც ედგა, თუმცა მათმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურებმა ჯეროვნად იმუშავეს და ალაგმეს კარტელი ბაზარზე. სახელმწიფოს კონკურენციის სააგენტოს სახით აქვს ბერკეტი, რათა ბაზარზე არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გააკონტროლოს, მაგრამ კონკურენციის სააგენტო, ნებსით თუ უნებლიეთ თვალს ხუჭავს ამ 6 კარტელური კომპანიის ქმედებებზე, რომლებიც საკუთარ თამაშის წესებს კარნახობენ მთელს ქვეყანას. აფბა მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები ნავთობიმპორტიორი კომპანიების თავგასულობის ასალაგმავად, - აღნიშნულია აფბას განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ