უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2020 14:35
font-size

მოვუწოდებთ, ნებისმიერ დაინტერესებულ და დაზარალებულ პირს, ვისთვისაც 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულობების შესახებ ცნობილია, მოგვაწოდოს ინფორმაცია -„თავისუფალი საქართველო“

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თორაძეების ოჯახის მკვლელობის გამოძიება დაიწყო.

„მიგვაჩნია, რომ ეს საზარელი დანაშაული, რომლის შესახებაც პრაქტიკულად ბევრი რამ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ხოლო გენერალური პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები წლების მანძილზე დუმდნენ - ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივ ნიჰილიზმს კიდევ უფრო ამძაფრებდა, რომელსაც ისედაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმავდროულად, კარგად გვესმის, რომ ვინაიდან სამართლიანობაზეა საუბარია, უნდა ხდებოდეს საქმეების გამოძიება არა სხვადასხვა პოლიტიკური კონტექსტიდან კონკრეტული პირების ამორჩევით, არამედ მიუკერძოებლად, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საზოგადოებას და გენერალურ პროკურატურას შევახსენებთ, რომ პარტია „თავისუფალი საქართველო“ წლებია უშედეგოდ ცდილობს 1992-1993 წლებში, როგორც თბილისში, ისევე სამეგრელოში მხედრიონისა და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილი მხეცური დანაშაულებების გამოძიების დაიწყებას. მათ შორის: 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ესკორტის დაცხრილვა, რომლის დროსაც პრეზიდენტთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ; ეროვნული გვარდიის ესკორტის დაცხრილვა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან; 1992 წლის 3 იანვარსა და 2 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტა, რასაც რამოდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და დასახიჩრება მოჰყვა; სამეგრელოს რეგიონის მასშტაბური აწიოკება, ძარცვა და მაროდიორობა, რომელშიც სხვადასხვა კრიმინალური ფორმირებები მონაწილეობდნენ; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელიც დღისით-მზისითაა ჩადენილი,“- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ საქმეებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და ცნობილია დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობაც. „თავისუფალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენ პირთაგან ზოგიერთი არა უბრალოდ ცოცხალია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, არამედ ე.წ „თანამედროვე ქართულ ელიტაში“ საპატიო ადგილსაც იკავებს.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდებს, გენერალურ პროკურატურას, ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ხოლო თუ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, კიდევ ერთხელ (უკვე მეასეჯერ) მზად ვართ მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. აგრეთვე, მოვუწოდებთ, ნებისმიერ დაინტერესებულ და დაზარალებულ პირს, ვისთვისაც 90-იან წლებში ჩადენილი სხვა დანაშაულობების შესახებ ცნობილია, მოგვაწოდოს ინფორმაცია და ჩვენ თითოეულ მათგანს სათანადო სამართლებრივ კონსულტაციას გავუწევთ.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ცნობებს რეგულარულად მიაწვდის, განსახკუთრებით ახლა, როდესაც ძველი, თაროებზე შემოდებული საქაღალდეების გახსნის მზადყოფნა გამოითქვა,“- ნათქვამია განცხადებაში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი