უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მარტი, 2018 12:55
font-size

მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროექტს - სნეპ

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ სოლიდარობა გამოუცხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მოითხოვეს პარლამენტისგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება.

პლატფორმის თქმით, კანონპროექტის განხილვა გაუმართლებლად ჭიანურდება. სნეპ-ის აზრით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოთქმული არგუმენტები არაა დასაბუთებული და ემყარება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სტერეოტიპებს.

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მოითხოვს პარლამენტისგან ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას!

გრძელდება უსამართლო და რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედება და მისი მსხვერპლი ყოველდღიურად არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისათვის არ წარმოადგენენ საფრთხეს და მათი ერთადერთი დანაშაული არის ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობა პირადი მოხმარებისათვის.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. ამის მიზეზად სახელდება კანონპროექტის ოპონენტთა მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებული პოტენციური რისკების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არცერთი „არგუმენტი“ არ არის დასაბუთებული. ყველა ეს მოსაზრება, ეფუძნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პირად, ვიწრო და მიკერძოებულ შეხედულებას, სტერეოტიპებს ან ცვლილებების იდეოლოგიურ მიუღებლობას. ამის საპირისპიროდ, კანონპროექტი და მისი მოსალოდნელი შედეგები ემყარება საუკეთესო ცოდნას და განვითარებული ქვეყნების მოწინავე გამოცდილებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადებში განიხილოს და მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს და ამით ბოლო დაუსვას უსამართლო, ირაციონალურ და ადამიანების ჩაგვრაზე მიმართულ პოლიტიკას!“, - წერია განცხადებაში.

გუშინ მედიის წარმომადგენლებმა პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. მათ მოუწოდეს პარლამენტს, შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - სალომე ზურაბიშვილი

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვარაუდით, თუკი არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნება, ეს ქართველ ემიგრანტებს პრობლემას შეუქმნის. „ჩემზე არ არის დ

აუდიტის სამსახური „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაცეიებმა მიმართეს. „ნაციონალური

აშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარი

ფინანსთა სამინისტროს პოზიცია არ პასუხობს მთავრობის პოლიტიკას და არ იმსახურებს სტუდენტების მხარდაჭერას -„ახალგაზრდა ადვოკატები“ -

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორგანიზაციის საკანონ

საამაყოა,რომ ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

14 ნოემბერი, 2018 , 16:00

მინდა, გამოვეხმაურო რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს და ამასთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ

ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო

14 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე წვრთნებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`