უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2020 16:55
font-size

მოვუწოდებთ პარლამენტს, უარყოფითად შეაფასოს და შეწყვიტოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლითაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურია და არღვევს მედიის, გამოხატვის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარყოფითად შეაფასოს და შეწყვიტოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა.

„შემოთავაზებული ინიციატივით, კანონპროექტი საშუალებას აძლევს სპეციალურ მმართველს, ჩაერიოს მედიის სარედაქციო თავისუფლებაში. განსაზღვროს საეთერო ბადე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა. გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა - დაუშვებელი. აღნიშნული წარმოადგეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიმართ გამოყენებულ იქნას ღონისძიება, რომელიც დროებით მმართველს მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს. გამომდინარე მსჯელობიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არის დროებითი მმართველის ჩაურევლობა მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ინიცირებული კანონპროექტით კი, სპეციალურ მმართველს, რომელიც დროებით ინიშნება, მედიის მმართველი ორგანოს (ორგანოების) ფუნქციების სრული ჩანაცვლების უფლებამოსილება ენიჭება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო მედიის თავისუფლებასთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი შეფასებით, კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება უფლებამოსილი დანიშნოს სპეციალური მმართველი მედია ორგანიზაციაში. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ სასამართლო კონტროლის გარეშე მედიასაშუალებაში სპეციალური მმართველის შემოღება, გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, არაკონსტიტუციურად ზღუდავს საკუთრების უფლებასაც. გარდა ამისა, მათი შეფასებით, დაჩქარებული რეჟიმი მნიშვნელოვნად ამცირებს კანონპროექტის ყოველმხრივ, საზოგადოების ჩართულობით განხილვის შესაძლებლობას.

„საზოგადოებრივი ჩართულობის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება კანონპროექტის გამოქვეყნების თარიღია. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, კანონის პროექტის რეგისტრაციის თარიღი 1 ივლისია, ხოლო საზოგადოებისთვის პროექტი ხელმისაწვდომი გახდა ბიუროს 6 ივლისის სხდომის შემდგომ. დამატებით, პლენარულ სხდომებზე საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღი კი 13-14 ივლისი არის მითითებული. დაჩქარებული წესით პროექტის მიღების მცდელობა საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს კრიტიკული მედიის თავისუფლება და საკუთრების უფლება, რაც აგრეთვე დააზიანებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება გამოწვეულია ასოცირების შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებებისგან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა ვალდებულნი არიან, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები დაიცვან და კანონმდებლობაში იმპლემენტაცია უზრუნველყონ დემოკრატიული პროცესების შეფერხების გარეშე. ასოცირების შეთანხმება არ განსაზღვრავს კონკრეტულ ბერკეტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მარეგულირებლის ეფექტიანობის გაზრდა. ეს საკითხი ხელისუფლების დისკრეციაა, რა დროსაც იგი ვალდებულია, დაიცვას არსებული სამართლებრივი სტანდარტები და არ დაარღვიოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

8 აგვისტო, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო დ

ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული - სალომე ზურაბიშვილი

8 აგვისტო, 2020 , 12:45

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურ

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 12:45

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის&l

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

8 აგვისტო, 2020 , 11:35

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე