უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 16:45
font-size

მოვუწოდებთ პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, უთანხმოებების მოსაგვარებლად გამოიყენონ მხოლოდ სამართლებრივი გზები და დიალოგის ფორმატი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმიანება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს მისი წევრი კომპანიის ს.ს. საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც გამოიხატება კომპანიის თანამშრომლისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მხრიდან შიმშილობის დაწყებასა და კომპანიის მიმართ სხვადასხვა, მათ შორის არასამართლებრივი მოთხოვნების წაყენებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც ამავდროულად აქტიურადაა ჩართული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ დიალოგში და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაში, უკიდურესად ნეგატიურად აფასებს სს საქართველოს რკინიგზის მიმართ ცალკეული მოთხოვნებისა თუ პრეტენზიების წაყენების ისეთ ფორმებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში შერჩეულ იქნა რკინიგზის ერთი თანამშრომლისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა მიერ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სს საქართველოს რკინიგზამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები დიალოგისათვის, მისი ქმედებები სრულად შეესაბამება მოქმედ შრომით კანონმდებლობას და მეტიც - სპეციალური მედიატურის მეშვეობით, კომპანიამ საზოგადოებას მისცა საშუალება დეტალურად გაცნობოდა იმ პირობებს, გარემოს, სადაც მის თანამშრომლებს მოუწევთ მუშაობა.

თანამედროვე, მუდმივად მზარდ და ცვალებად ეკონომიკურ რეალობაში, არათუ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიც საქართელოს რკინიგზაა, ბევრად მცირე მასშტაბის ბიზნესებსაც კი თავისი საქმიანობის პროცესში ხშირად უწევთ გარკვეული რეორგანიზაციების განხორციელება, რასაც თან სდევს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების ცვლა და ზოგჯერ, სამწუხაროდ შემცირებებიც კი. ვფიქრობთ საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს რკინიგზა რეორგანიზაციის პროცესშიც კი ახერხებს თავიდან აიცილოს რადიკალური ზომები და მაქსიმალურად უნარჩუნებს თავის დასაქმებულებს სამუშაო ადგილებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რასაც რკინიგზა ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და იმ თანამოქალაქეთა რაოდენობას, რომელთათვისაც ეს კომპანია ქმნის მუდმივ სამუშაო ადგილებს, ჩვენთვის ორმაგად გაუგებარი და მიუღებელია კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი რადიკალური მეთოდებით გამოსვლა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების განვითარების, შრომითი უფლებებისა თუ შრომის პირობების გაუმჯობესების ერთადერთ უალტერნატივო გზად, სოციალური დიალოგის მონაწილეებს სწორედ კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს შერჩეული, ვფიქრობთ, რომ ამ გზიდან ნებისმიერი რადიკალური გადახვევა, მათ შორის საკითხების პოლიტიზირება, მხოლოდ დააზიანებს პროცესს.

მიგვაჩნია რა, რომ შრომითი ურთიერთობები, დასაქმებულთა შრომითი პირობები, მათი მუდმივი, მდგრადი და ეტაპობრივი გაუმჯობესება მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის საგანი და პროდუქტი შეიძლება იყოს, მოვუწოდებთ პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, უთანხმოებების მოსაგვარებლად გამოიყენონ მხოლოდ სამართლებრივი გზები და დიალოგის ფორმატი.” – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

4 ივლისი, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გ

`ქართულმა ოცნებამ` ათასობით ადამიანი დასაქმების გარეშე დატოვა - ბადრი ჯაფარიძე

4 ივლისი, 2020 , 15:10

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა,” - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. “რომ არა “ქართული ოცნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე