უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2020 17:50
font-size

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები. მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება: საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადებაში აღვნიშნავდით, რომ დარგობრივ ასოციაციებთან კონსულტაციებისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ დადგენილების მოქმედების შეჩერება. სამწუხაროდ, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა დარგობრივი ასოციაციების არგუმენტირებული პოზიციის გაზიარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა შექმნილიყო მუშა ჯგუფის შეხვედრები, რაც სამწუხაროდ, ასევე უეფექტო აღმოჩნდა, გაიმართა მხოლოდ ორი შეხვედრა (ბოლო 10 იანვარს) და მიღებული მინიმალური დაპირებები კვლავ შეუსრულებელია. მუდმივი მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ ვიღებთ პასუხებს სპეცალისტების მიერ დასმულ კითხვებზე. აქვე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დარგობრივ ასოციაციებს კარგად ესმით და აღიარებენ სახლმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, მოახდინოს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, რაზეც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება არაერთხელ მიუთითებდა.

ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში მოეხდინა პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციის კრიტერიუმების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა ტარიფიკაციის საკითხი. დღეის მოცემულობით, 520-ე დადგენილების მიღებით, სახელმწიფო პასუხს სთხოვს არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერ და სამედიცინო დახმარების მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამო კლინიკებს, მათ მიერ არასწორად მოთხოვნილ თანხებზე, არამედ ყველა კლინიკას თანაბრად.

ბუნებრივია, ეს მიდგომა გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ზემოთ აღნიშნული დადგენილება, აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დარგების(განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება", - წერია განცხადებაში.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`